вторник, 6 октября 2015 г.

სეპტაფაგი

სეპტაფაგი

სავაჭრო სახელწოდება:  სეპტაფაგი / Septaphage
სეპტაფაგი - საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):    Bacteriophagum Intestinalis
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული საშუალებები  - ბაქტერიოფაგი
სეპტაფაგი - სტერილური ხსნარი
სხვა და სხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
სეპტაფაგი - ტაბლეტი
თეთრი, მონაცრისფრო ტაბლეტები Read the rest of this entry »
..
..

ფაგიო

ფაგიო

სავაჭრო დასახელება: ფაგიო / Phagyo
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიო ბაქტერიოფაგი თხიერი
Pyo Bacteriophagum Liquidum
ფაგიო - აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
ფაგიო - შემადგენლობა:  Read the rest of this entry »
..
..

воскресенье, 28 апреля 2013 г.

მიხეილ სააკაშვილი: ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სამედიცინო ტურიზმი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლადგახსნილ მრავალპროფილურ  "New Hospital"-ს ეწვია, რომელის მშენებლობაშიც PSP ჯგუფმა 24 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო.
პრეზიდენტთან ერთად ახალი საავადმყოფო ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა მოინახულეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილმა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობა დაათვალიერა და  საავადმყოფოს პერსონალსა და პაციენტებს გაესაუბრა.
 პრეზიდენტმა "New Hospital"- ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, საოპერაციო ბლოკები და საავადმყოფოს სასადილოც დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პაციენტთა მომსახურების დახვეწილი სისტემა მოიწონა და აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"ჩვენმა საუკეთესო სპეციალისტებმა და ინვესტორებმა შექმნეს ისეთი კლინიკა, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მეორეხარისხოვანი არაფერი აღარ უნდა იყოს. მე ველი იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქე სამკურნალოდ საზღვარგარეთ აღარ წავა. თავადაც ნახეთ, რომ უკვე პირიქით, უკვე უცხოელები ჩამოდიან აქ სამკურნალოდ. ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სამედიცინო ტურიზმი, რომელიც საქართველოშიც ისევე უნდა იყოს განვითარებული, როგორც ეს, მაგალითად, შვეიცარიასა და ავსტრიაშია. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, რადგანაც გვყავს ისეთი მაღალკვალიფიციური ექიმები, რომელთა დიდ ნაწილსაც უცხო ენაზე საუბარი შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამედიცინო მომსახურება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს საავადმყოფო იმისთვის არ აშენებულა, რომ საფოსტო ბარათებზე გამოვსახოთ. ის იმიტომ აშენდა, რომ სამედიცინო დახმარების მისაღებად ადამიანს მთელი ქონების გაყიდვა არ დასჭირდეს. მართალია, მაღალი დონის მედიცინა ძვირი ღირს, მაგრამ ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ეს პრობლემა მოვუხსნათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი "100 საავადმყოფოს პროგრამასაც" შეეხო და აღნიშნა, რომ რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტი - 150-მდე იქნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომისა და კრიზისის მიუხედავად, მიცემული დაპირებები სრულდება და მალე საავადმყოფოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
"New Hospital" სამედიცინო აღჭურვითა და შენობის სტრუქტურით საუკეთესოა და საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. ჰოსპიტალს აქვს შვიდი საოპერაციო ბლოკი: ნეიროქირურგიის, კარდიოქირურგიის, ოფთალმოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, უროლოგიის, ორთოპედია ტრავმატოლოგიისა და ენდოვიდეოქირურგიის. ამასთანავე დაწესებულებას შეუძლია ყოველდღიურად 1000 ამბულატორიულ პაციენტი უმაღლესი დონის სამედიცინო მომსხურებით უზრუნველყოს.
ცნობისთვის, დღესდღეობით ჰოსპიტალში 372 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საავადმყოფოს სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 500-მდე გაიზრდება.


პოლიტიკა   http://geonews.ge/category/8/politics/news/24352/saqartveloshi-samedicino.html
სამშაბათი, 13 სექ 2011 10:45

ვაკანსია: სამედიცინო ტურიზმი


ვაკანსია: სამედიცინო ტურიზმი
.
1. ავტორები პორტალისათვის ”სამედიცინო ტურიზმი”

მზადდება ”სამედიცინო ტურიზმის” დიდი პორტალი . წინამდებარე ბლოგი პორტალის ერთ–ერთი სატელიტია.
ვიწვევთ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ საიტის ”სამედიცინო ტურიზმი” კონტენტის შექმნაში წვლილის შეტანა.
ყურადღებით განვიხილავთ თქვენს ნებისმიერ წინადადებასა და საფასო შემოთავაზებას,  მათ    შორის თუკი ისინი თქვენს საკურსო და სადიპლომო ნაშრომებშია ასახული.
ჩვენთვის ფასეულია სტატიები , რომელიც პორტალზე ”სამედიცინო ტურიზმი” მკითხველს მოიზიდავს. მათ შორის : სხვადასხვა ქვეყნებში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თავისებულებები და ტენდენციები, პრიორიტეტები ნოზოლოგიების თვალსაზრისით, ქართული ფირმები რომლებსაც გაყავთ, ქართული ფირმები რომლებსაც შემოყავთ, კლინიკები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ პაციენტები უცხოეთიდან, გამაჯანსარებელი ტურიზმის, კურორტების ობიeქტები და  და ა.შ. 

ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს– გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი. გამოგვიგზავნეთ თქვენი წინადადებები, ფასები  და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ. თუკი გაქვთ საკუთარი ბლოგი – გვაცნობეთ ამის შესახებ


2 . მენეჯერი პორტალისათვის ”სამედიცინო ტურიზმი”

მენეჯერის ფუნქციაა– უზრუნველყოს  პორტალისათვის ქართველი  და უცხოელი შემკვეთების მოზიდვა. ჩვენი უკვე არის ამ სფეროში ინფორმაციის გავრცელების მძლავრი საშუალება საქართველოს მასშტაბით..


დაინტერესებულმა პირებმა  წერილი და მოკლე CV უნდა გამოგვიგზავნონ მისამართზე :
sesxi1@gmail.com  წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ” სამედიცინო ტურიზმი”  . ჩვენს დიალოგს უფრო საქმიანს გახდის თუკი წინასწარ გადახედავთ  პოსტებს :
http://www.medgeo.net/2012/04/16/germania-2/
http://www.medgeo.net/2010/03/15/mkurnaloba_ucxoetsi/
http://www.medgeo.net/blogebi/

суббота, 20 апреля 2013 г.

საიტების წინწაწევა


საიტების წინწაწევ

საიტის ინტერნეტ–სივრცეში წინწაწევისა და ვიზიტორთა მოზიდვის საკმაოდ წარმატებული მეთოდია საიტის რეგისტრაცია კატალოგებში. კატალოგების შერჩევა და რეგისტრაცია შრომატევადი სამუშაოა. საძიებო სისტემები აფასებენ მხოლოდ ”თეთრ კატალოგებს”, სადაც რეგისტრაცია ხელით ხდება.  სწორად შერჩეულ კატალოგებში რეგისტრაცია წინ წასწევს თქვენს საიტს. >>>>

ნეტკლინიკა